ჩვენ შესახებ

"Fireworkers" - პიროტექნიკული კომპანიაა, რომელიც ფოიერვერკის განსხვავებული და მაღალხარისხიანი ეფექტების რეალიზაციას და მომსახურებას გთავაზობთ.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ თქვენთვის ღირსშესანიშნავი დღის კულმინაციურ დასასრულსრათა ყველა დამსწრესთვის ეს დღე ეფექტური, განსხვავებული და დასამახსოვრებელი დარჩეს.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი პიროტექნიკოსებისგან. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ თანამედროვე აღჭურვილობას, რაც გვაძლევს ფოიერვერკის შოუს უსაფრთხოდ მოწყობის გარანტიას.

პიროტექნიკის ეფექტების შერჩევისას ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო მომწოდებლების პროდუქციას, რომელიც მზადდება ევროპული ბაზრისთვის, თანამედროვედ აღჭურვილ ქარხნებში ყველა სტანდარტის დაცვით.